გაკვეთილის თემა
|
”ნერგი“_
მ. ბოლქვაძე.
|
სწავლების საფეხური
|
მე-2 კლასი
|
მასწავლებელი
|
მაია
ჯელაძე
|
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
|
მოსწავლე შეძლებს:
·
საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და დასაბუთებას;
·
პერსონაჟების
დახასიათებას;
·
სათანადო დასკვნების გამოტანას;
·
განუვითარდებათ გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების
უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და
გადმოცემა.
• ასათაურებს ტექსტს
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ქართ.ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის
ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით
შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია
კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა, touch-pad-ს, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა
(სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ
შეფასებას დაკვირვების საფუძველზე.
·
როგორ
შეადგენენ წინადადებებს.
·
როგორ
იმუშავებენ წყვილებსა და ჯგუფში.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ფურცლები, დაფა, ცარცი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული პრეზენტაცია.
პროგრამა Word -ში დამზადებული ორი ელექტრონული სავარჯიშო.
პროგრამა Word -ში დამზადებული მთლიანი ტექსტი.
უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები,
პროგრამა „კლასის მართვა“.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს აჩვენებს პროგრამა
PowerPoint_ით
დამზადებულ პრეზენტაციას, სადაც ახსნილია მათთვის უცნობი სიტყვები. ასევე, ბუკებში
კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის ვიდეო გაკვეთილს და
პროგრამა Word -ში
დამზადებულ ელექტრონულ სავარჯიშოს, სადაც მოცემულია ტექსტში მოცემული უცნობი სიტყვები,
რომელსაც უნდა შეურჩიონ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები.
გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის წვდომის ფაზა სახლში აქვთ გასავლელი.
ვიდეო-გაკვეთილს
წინასწარ ადგენს მასწავლებელი.
გამოწვევა:
მოსწავლე არკვევს სიტყვის ,,ნერგი“ მნიშვნელობას
და ავსებს გონებრივი იერიშის რუკას. (იხ. სლაიდი 1).
წვდომა: ვიდეო-გაკვეთილში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტექსტის წაკითხვა-მოსმენას.
სიტყვებს
შეურჩევს მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო
ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა
1 წინადადების შედგენა: 5წთ.
აქტივობა
2 დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე: 10წთ.
აქტივობა
3. შემაჯამებელი კითხვები: 10წთ.
მასწვლებელი
მთელ კლასს დაუსვამს ტექსტის ანალიზზე და შეფასებაზე
ორიენტირებულ კითხვებს:
რა
უსაყვედურა ნერგმა გიას?
რატომ გაიბღინძა გია?
რა
ეწყინა ნერგს?
გიას რომელი თვისება არ მოგეწონათ?
რა
ურჩია ნერგმა გიას?
როგორ ფიქრობთ მიიღებდა ნერგის რჩევას გია?
თქვენ რას ურჩევდით გიას?
მასწავლებელი განიხილავს მოსწავლეების მოტანილ საინტერესო ფაქტებს.
აქტივობა 4. მუშაობა ჯგუფში : 8წთ.
მოსწავლეთა
მცირე ჯგუფები აანალიზებენ გიას მოქმედებას: რა მოსწონთ; რა არ მოსწონთ; ასაბუთებენ
თავიანთ მოსაზრებას.
აქტივობა 5. წყვილებში
მუშაობა: 5წთ.
მასწავლებელი
მოსწავლეთა წყვილებს ურიგებს წებოვან ფურცლებს და სთხოვს დაწერონ მოთხრობის ირგვლივ
2 შეკითხვა, მისცენ თავის მეწყვილეს, თავად
კი მის მიერ დასმულ 2 შეკითხვას უპასუხონ.
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ
შეფასებას. 2წთ
|
შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი და გვარი
|
შეუძლია წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება
|
აკავშირებს
ტექსტში მოცემულ ფაქტებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები.
|
|
|
|
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий