пятница, 29 ноября 2019 г.




   ნერგი





                     შეავსე ,,გონებრივი იერიშის რუკა“










     
   
     


       შეუსაბამე  მსგავსი  მნიშვნელობის  სიტყვა


გადაიზნიქა                           იამაყებ

დაენარცხა                           იამპარტავნებ  

იყოყოჩებ                               გადაიხარა 

იმამლაყინწებ                        დაეცა

გაიბღინძა                              თავმომწონედ გაიჭიმა
    

                                            
                                             ნ ე რ გ ი  

       გიამ  პატარა ხის ნერგს შემოხვია ხელები. ნერგი მაშინვე გადაიზნიქა და კინაღამ გიასთან ერთად მიწაზე დაენარცხა. გიამ ძალიან იმარჯვა, დროზე შეუშვა ხელები.
   - კინაღამ შუაზე გადამტეხე! _ წყენით თქვა შეშინებულმა ნერგმა და როგორც იყო მოახერხა ერთ ადგილზე გაჩერება.
     გია გაიბღინძა.
   - მე შენზე ღონიერი ვყოფილვარ! - თქვა და ნერგის წინ ცხვირაწეულმა გაიარ-გამოიარა.
   ნერგს ეწყინა.
  - მოიცა, ჯერ გავიზარდო, სულ პატარა ხომ არ ვიქნები, მაშინაც მომერევი?
  - მე კი არ გავიზრდები? მეც სულ პატარა ხომ არ ვიქნები? _ გაბრაზდა გია.
  - ჩემოდენა მაინც ვერ იქნები, - თქვა ნერგმა, - მაშინ მოდი და დამეჭიდე რამდენიც გინდა.
   გია გაჩუმდა.
  მის წინ დიდი ლამაზი და ღონიერი ხეები იდგნენ, მაგარი, დაკუნთული ტოტები ვაჟკაცურად გაეშალათ, ტოტებზე ფოთლები დაესხათ და მზეს, ნიავსა და ჩიტებს ეთამაშებოდნენ.
    გიამ ნერგს გადახედა და უთხრა:
  - შენც იმათთნაირი იქნები, ალბათ, როცა გაიზრდები; კარგი ხე დადგები!
  - შენც კარგი კაცი დადგები, თუ ძალიან არ იყოყოჩებ და იმამლაყინწებ! - უპასუხა ნერგმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий