суббота, 30 ноября 2019 г.

გაკვეთილის  თემა
”ნერგი“­_ მ. ბოლქვაძე. 
სწავლების საფეხური
მე-2 კლასი
ასწავლებელი
 მაია ჯელაძე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
·         საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და დასაბუთებას;
·          პერსონაჟების დახასიათებას;
·         სათანადო დასკვნების გამოტანას;
·         განუვითარდებათ  გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.

ესგ სტანდარტი:
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
               ასათაურებს ტექსტს
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;

ქართ.ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
წინასწარი ცოდნა
    მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა,  touch-pad-ს, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე.
·         როგორ შეადგენენ წინადადებებს.
·         როგორ იმუშავებენ წყვილებსა და ჯგუფში.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ფურცლები, დაფა, ცარცი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი.
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული პრეზენტაცია.
პროგრამა Word -ში დამზადებული ორი ელექტრონული სავარჯიშო.
პროგრამა Word -ში დამზადებული მთლიანი ტექსტი.

უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
    მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს აჩვენებს პროგრამა PowerPoint_ით დამზადებულ პრეზენტაციას, სადაც ახსნილია მათთვის უცნობი სიტყვები. ასევე, ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის ვიდეო გაკვეთილს და პროგრამა Word -ში დამზადებულ ელექტრონულ სავარჯიშოს, სადაც მოცემულია ტექსტში მოცემული უცნობი სიტყვები, რომელსაც უნდა შეურჩიონ მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები. 
    შესრულებულ სამუშაო მოიტანენ შემდეგ  გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარებენ.
  გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის  წვდომის ფაზა სახლში აქვთ გასავლელი.
  ვიდეო-გაკვეთილს წინასწარ ადგენს მასწავლებელი.
გამოწვევა: მოსწავლე არკვევს სიტყვის ,,ნერგი“ მნიშვნელობას და ავსებს გონებრივი იერიშის რუკას. (იხ. სლაიდი 1).
წვდომა:  ვიდეო-გაკვეთილში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტექსტის წაკითხვა-მოსმენას.
  სიტყვებს შეურჩევს მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა 1 წინადადების შედგენა:   5წთ.
აქტივობა 2  დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე:  10წთ.
აქტივობა 3. შემაჯამებელი კითხვები:   10წთ.
      რა უსაყვედურა ნერგმა გიას?
      რატომ გაიბღინძა გია?
      რა ეწყინა ნერგს?
      გიას რომელი თვისება არ მოგეწონათ?
      რა ურჩია ნერგმა გიას?
     როგორ ფიქრობთ მიიღებდა ნერგის რჩევას გია?
     თქვენ რას ურჩევდით გიას?
      მასწავლებელი  განიხილავს მოსწავლეების მოტანილ საინტერესო ფაქტებს.
აქტივობა 4. მუშაობა ჯგუფში :   8წთ.
   მოსწავლეთა მცირე ჯგუფები აანალიზებენ გიას მოქმედებას: რა მოსწონთ; რა არ მოსწონთ; ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებას.
აქტივობა 5. წყვილებში მუშაობა:   5წთ.
   მასწავლებელი მოსწავლეთა წყვილებს ურიგებს წებოვან ფურცლებს და სთხოვს დაწერონ მოთხრობის ირგვლივ 2 შეკითხვა,  მისცენ თავის მეწყვილეს, თავად კი მის მიერ დასმულ 2 შეკითხვას უპასუხონ.
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას. 2წთ


                                                                         შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი და გვარი
 შეუძლია წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება
აკავშირებს ტექსტში მოცემულ ფაქტებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები.









пятница, 29 ноября 2019 г.




   ნერგი





                     შეავსე ,,გონებრივი იერიშის რუკა“










     
   
     


       შეუსაბამე  მსგავსი  მნიშვნელობის  სიტყვა


გადაიზნიქა                           იამაყებ

დაენარცხა                           იამპარტავნებ  

იყოყოჩებ                               გადაიხარა 

იმამლაყინწებ                        დაეცა

გაიბღინძა                              თავმომწონედ გაიჭიმა
    

                                            
                                             ნ ე რ გ ი  

       გიამ  პატარა ხის ნერგს შემოხვია ხელები. ნერგი მაშინვე გადაიზნიქა და კინაღამ გიასთან ერთად მიწაზე დაენარცხა. გიამ ძალიან იმარჯვა, დროზე შეუშვა ხელები.
   - კინაღამ შუაზე გადამტეხე! _ წყენით თქვა შეშინებულმა ნერგმა და როგორც იყო მოახერხა ერთ ადგილზე გაჩერება.
     გია გაიბღინძა.
   - მე შენზე ღონიერი ვყოფილვარ! - თქვა და ნერგის წინ ცხვირაწეულმა გაიარ-გამოიარა.
   ნერგს ეწყინა.
  - მოიცა, ჯერ გავიზარდო, სულ პატარა ხომ არ ვიქნები, მაშინაც მომერევი?
  - მე კი არ გავიზრდები? მეც სულ პატარა ხომ არ ვიქნები? _ გაბრაზდა გია.
  - ჩემოდენა მაინც ვერ იქნები, - თქვა ნერგმა, - მაშინ მოდი და დამეჭიდე რამდენიც გინდა.
   გია გაჩუმდა.
  მის წინ დიდი ლამაზი და ღონიერი ხეები იდგნენ, მაგარი, დაკუნთული ტოტები ვაჟკაცურად გაეშალათ, ტოტებზე ფოთლები დაესხათ და მზეს, ნიავსა და ჩიტებს ეთამაშებოდნენ.
    გიამ ნერგს გადახედა და უთხრა:
  - შენც იმათთნაირი იქნები, ალბათ, როცა გაიზრდები; კარგი ხე დადგები!
  - შენც კარგი კაცი დადგები, თუ ძალიან არ იყოყოჩებ და იმამლაყინწებ! - უპასუხა ნერგმა.

ვიდეო გაკვეთილი


სიტყვები

суббота, 6 августа 2011 г.

მცენარეების გამოყენება.


View more presentations or Upload your own.

 
პროექტის  სახელწოდება:  მცენარეების  გამოყენება.

პროექტის  მთავარი  იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:  მოსწავლეები გამოიკვლევენ ადამიანის მიერ მცენარეთა გამოყენების სფეროებს; მოუვლიან მცენარეებს; მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

პროდუქტის  აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან მცენარის მოვლის წესებს; დარგავენ და მოუვლიან მცენარეებს.

პროექტის  მიზნები:  მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეების მრავალმხრივი გამოყენების საშუალებებს;  ოჯახსა თუ სკოლაში მოუვლიან მცენარეებს; გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ – ჩვევას.

მონაწილეთა  ასაკი:  6–7 წელი.

ვადები / ხანგრძლივობა:  3 კვირა.

მოსალოდნელი  შედეგები / პრდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  დახატავენ საყვარელ ხილს ხეზე; დახატავენ რომელიმე ბოსტნეულს; ბამბის პატარა ფთილებისგან „დაართავენ“ ძაფს; ბამბის ძაფისაგან გააკეთებენ ყვავილს; კომპიუტერში შექმნიან პრეზენტაციას საყვარელ მცენარეზე.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ფორმატის ფურცელი; უბრალო და ფერადი ფანქრები; საშლელი; მაკრატელი; წებო; გუაში; კომპიუტერი; მცენარეთა ილუსტრაციები.

პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ სად იზრდებიან მცენარეები; რით ჰგვანან ან  განსხვავდებიან ერთმანეთისაგან; რისთვის იყენებს ადამიანი ხეს და რას ამზადებს მისგან; გაარკვევენ რატომ რგავს ხეხილს ადამიანი და რატომ უნდა ჭამონ ბევრი ხილი; გაიგებენ რას ამზადებენ ხილისგან; გაარკვევენ რისთვის ვიყენებთ ბამბას. დახატავენ საყვარელ ხილს და ბოსტნეულს; შეთხზავენ ისტორიას საყვარელ მცენარეზე კომპიუტერში; ბამბისაგან „დაართავენ“ ძაფს; ძაფს შეღებავენ სხვადასხვა ფერად და გააკეთებენ ყვავილს.  მოახდენენ შესრულებული პროდუქტის პრეზენტაციას.  ნამუშევრებს განათავსებენ ინტერნეტში.  მოსწავლეები ეტაპობრივად შეფასდებიან შეფასების რუბრიკის მიხედვით.   

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   ბუნებისმცოდნეობა; ქართული; ხელოვნება; ისტ.

პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : მაია ჯელაძე   


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   mjeladze7@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი:  mjeladze7.blogspot.com